13:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 17:58:05, 725 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ, ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ევროკავშირისთვის, რადგან ის აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას.

მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

კაია კალასის განმარტებით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან.

„შავი ზღვის რეგიონი არის ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის, რადგან ის არის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი. ის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან. არის გეოპოლიტიკური ძვრების შეგრძნება. უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. აგრეთვე თურქეთი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანა, თუმცა რეგიონის პოტენციალს ჩრდილს აყენებს რუსეთის ომი, საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და საზღვაო მარშრუტებზე“, – განაცხადა კალასმა.

ევროპელი დიპლომატის თქმით, შავი ზღვის ახალი სტრატეგია არის შავი ზღვის ქვეყნებისთვის ერთგვარი მიწვევა თანამშრომლობის გასაძლიერებლად. კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოწოდებულია შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის. კაია კალასის განმარტებით, ამ სტრატეგიის შედეგად სარგებლის მიღება შავი ზღვის ყველა ქვეყანას შეუძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics