|
2025-05-28 17:36:04, 686 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები
ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები, მისი ფინანსების დაბრუნების შესაძლებლობა და ამისთვის ის წირავს და იყენებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, არ აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, რასაც „ქართული ოცნების“ გავლით აკეთებს. „ცხადია ერთი რამ, რომ ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები, მისი ფინანსების დაბრუნების შესაძლებლობა და ამისთვის ის წირავს და იყენებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს გამოხატულია ყველა ტიპის კომუნიკაციაში, მათ შორის მცდელობაში, რომ არ შეხვდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და არ აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, იმ დანაშაულებრივ მართვაზე, რასაც ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გავლით აკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)