|
2025-05-28 16:02:00, 500 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - გომელაური ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი იყო, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა
როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს “მაგნიტსკის სიიდან” ამოღებული - გომელაური აგენტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ივანიშვილის მონა და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი იყო, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა, - ასე ეხმაურება შს მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომას პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე. გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “მაგნიტსკის სიაში“ მყოფი პირი მინისტრად ვერ დარჩებოდა ისეთ ხელისუფლებაშიც კი, როგორიც ეს რუსული რეჟიმია“. “დასავლეთის კარები და საფინანსო მომსახურება სიცოცხლის ბოლომდე რომ ჩაეკეტა, ესეც ნათელია. როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული. დამთავრდება ომი და ადრე თუ გვიან რუსეთის ნომრიან აგენტს ფარცხალაძე-რომანოვსაც კი მოუხსნიან სანქციებს. გომელაური ნამდვილად არ იყო აგენტი, მაგრამ ივანიშვილის მონა იყო და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა“, - აცხადებს რომან გოცირიძე. ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, დილით გაავრცელა. როგორც გომელაური აცხადებს, დღეს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, რის გამოც თავს უფლება მისცა, თანამდებობა დაეტოვებინა. შს მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გელა გელაძე დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)