|
2025-05-28 15:48:52, 471 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ვახტანგ გომელაურს უწევდა გამკლავებოდა რევოლუციურ მცდელობებს
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში რევოლუციები აღიკვეთა, რაც ძალადობისკენ იყო მოწოდებული. პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ვახტანგ გომელაურის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ვახტანგ გომელაური ამას წარმატებითაც აკეთებდა არა მხოლოდ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, არამედ ზოგადად, კრიმინალთან ბრძოლის მხრივ. „ვახტანგ გომელაური გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი „ქართული ოცნების“ მთავრობის კაბინეტში. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იმაში, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს უსაფრთხო გარემოზე, საქართველოში კანონიერების უზრუნველყოფაზე. განსაკუთრებით ვსაუბრობთ იმაზე, რომ არეულობების, რევოლუციების მცდელობები გარედან იგეგმებოდა. რამხელა რესურსი- ფული, პროპაგანდისტული მხარდაჭერა იყო ამ ყველაფერში ჩადებული, მათ შორის გარედან. მას მიუძღვის ასევე განსაკუთრებული წვლილი, რომ ეს რევოლუციები, რომელიც საერთო ჯამში მოწოდებული იყო ძალადობით ხელისუფლების შეცვლისკენ და ამის მცდელობებს ვხედავდით, პარლამენტის შტურმებს და ასე შემდეგ, ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოყოლებული, ამ ყველაფრის გამკლავება ბატონ ვახტანგ გომელაურს უწევდა და ამას წარმატებითაც აკეთებდა არა მხოლოდ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, არამედ ზოგადად, კრიმინალთან ბრძოლის მხრივ“,-განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გომელაურმა განმარტა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რაც „იმის საშუალებას მისცემს, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს“. როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისთვის ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, თუმცა თანამდებობის დატოვების მიუხედავად, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგული. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე კი, გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)