|
2025-05-28 15:45:41, 467 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სუს-ის მიერ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო მყარად დამკვიდრებულია
ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს [გიორგი ბაჩიაშვილს] - ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, არავის არ ექნება შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულებას გაექცეს. „რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულების მხრიდან 11 წელი ჰქონდა მისჯილი. ის, რომ მისი დაკავება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო მყარად დამკვიდრებულია. ის, რომ არავის არ ექნება შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულებას გაექცეს და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს, ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან და ყველას საქართველოს სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევს და შესაბამისი, სასჯელის მოხდა. ყველამ ნახა, რომ ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს [გიორგი ბაჩიაშვილს]. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)