13:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 12:44:11, 700 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება

ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება. ყველაფერი ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ. კობახიძეს და მის ე.წ. მინისტრებს არავინ აღიარებს,-ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ივანიშვილის ამოცანაა რუსული საქართველო.

„ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება.

ყველაფერი ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ.

კობახიძეს და მის ე.წ. მინისტრებს არავინ აღიარებს.

ივანიშვილის ამოცანაა რუსული საქართველო. არანაირი სხვა გზა „ქოცებს“ არ გააჩნიათ“,- წერს დეკანოიძე.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე, მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.

“ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“,- წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics