|
2025-05-27 18:39:17, 556 ნახვა
ეკონომიკა
„ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის” ფარგლებში კახეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკის პარტნიორები, ,,აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. ლიბერთის ინიციატივა- ,,ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია რაც ხორციელდება და წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. ასეთი შეხვედრების მიზანია, უშუალო კავშირი ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი კარგი პლატფორმაა იმისათვის, რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთი გაიცნონ, გამოცდილება გაუზიარონ და აგრო და ბიზნეს კომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახებ ისაუბრონ. კახეთის რეგიონში შეხვედრისას ლიბერთიმ შესაძლებლობებთან ერთად პარტნიორებს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მომავალში დაგეგმილი სამომავლო პროექტებიც გააცნო. ,,სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს ლიბერთი ბანკთან, როგორც სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერის, ასევე რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ლიბერთი, არამხოლოდ არსებული პროგრამების – სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო სქემის ერთ-ერთი განმახორციელებელი ბანკია, არამედ ერთ-ერთი პირველი პარტნიორია ჩვენი ახალი ინიციატივის -მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებითაც. ,,კახეთის რეგიონში, ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, საუკეთესო შესაძლებლობაა, დაინტერესებულ პირებს უშუალოდ გავაცნოთ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდამჭერი პროგრამები. აღნიშნული თანადაფინანსების პროგრამები სოფლის მეურნეობის ყველა კომპონენტს მოიცავს და მიზნად ისახავს როგორც არსებული საწარმოებისა და მეურნეობების გაძლიერებას, ასევე ახალი ბიზნესების შექმნის ხელშეწყობას. ჩვენი სააგენტო სხვადასხვა თანადაფინანსების პროგრამებს ახორციელებს კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით, მათ შორის აღსანიშნავია, ლიბერთი ბანკთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება” - ანდრია ქიტესაშვილი - სოფლის განვითარების სააგენტოს, კახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელი. ,, ლიბერთი აგრძელებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნესთან. ,,ბიზნეს დიალოგის“ ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი სამომავლო პროექტები. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი. ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)