|
2025-05-27 10:59:14, 697 ნახვა
სამართალი
ბაჩიაშვილის იურიდიული გუნდი - ჩვენს კლიენტს წამების დაუყოვნებლივი საფრთხე ემუქრება
გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე დგას. "2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს წამების დაუყოვნებლივი საფრთხე ემუქრება. ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი ყველა შესაძლო სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს, რათა საქართველომ ბაჩიაშვილის საქმეში უკანონო ქცევისთვის პასუხი აგოს, საქართველოში მართლმსაჯულების დამახინჯებას წინააღმდეგობა გაუწიოს და ბაჩიაშვილის უსამართლო დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის კომპენსაცია მოითხოვოს". - წერია განცხადებაში, რომელსაც იურიდიული ფირმა, Amsterdam & Partners LLP ავრცელებს. ბაჩიაშვილის იურიდიული გუნდი ამბობს, რომ მათი კლიენტი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მათივე თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები "უაზრო და ვადაგასულია", მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები კი აჩვენებს, რომ საქართველოში "სასამართლო სისტემა პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად სისტემატურად გამოიყენება". "ბაჩიაშვილი საქართველოს დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ორკერსტრირებული პოლიტიკური დევნის უფრო და უფრო მწვავე კამპანიის სამიზნეს წარმოადგენს. საქართველოში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის დაახლოებით ათი წლის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული აბსურდული და ვადაგასული ბრალდებები ასახავს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად სისტემატურად გამოიყენება". - წერს ბაჩიაშვილის იურიდიული გუნდი. გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების ბრალდებები საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთხელ აქვთ მოხსენიებული, რის გამოც ბაჩიაშვილის წინაშე მდგარი წამების საფრთხე რეალურია. "დღეს საქართველოში ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება მას უსამართლო დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და სასტიკი მოპყრობის საფრთხის წინაშე აყენებს. საფრთხე რეალურია. გაეროს კომიტეტმა წამების წინააღმდეგ საქართველოს სამართალდამცავი სამსახურების წინააღმდეგ წამების "არაერთი და თანმიმდევრული ბრალდებები" მოიხსენია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევისთვის განმეორებითი დასკვნები გამოიტანა. ამასთან, ევროპის საბჭოს კომიტეტმა წამების შეჩერებისთვის თავის 2018 წლის საჯარო ანგარიშში გაფრთხილება გასცა საქართველოში ცემის, იძულებითი დაკითხვისა და დაკავების დროს არასათანადო დამცავი მექანიზმების შესახებ. ეს შეშფოთებები განსაკუთრებით მწვავეა იმდენად პოლიტიკურად სენსიტიური საქმის შემთხვევაში, როგორიც არის ბაჩიაშვილისა, რა შემთხვევაშიც სასამართლოს დამოუკიდებლობა სრულად შელახულია". - წერია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ საქმეებში სათანადო სამართლებრივი პროცედურები დარღვეულია და საქართველოში რეჟიმი პროკურორებსა და მოსამართლეებს სავარაუდო ოპონენტების გასაჩუმებლად იყენებს. "ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული სამართლებრივი საქმეები თავადაც სათანადო სამართლებრივი პროცედურების დარღვევას წარმოადგენს. ეს უფრო ფართო კანონზომიერების ნაწილია, როდესაც პოლიტიკურ პირებთან დაკავშირებული პროკურორები და მოსამართლეები რეჟიმის სავარაუდო ოპონენტების გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების მოსაშლელად გამოიყენებიან". - წერია განცხადებაში. ბაჩიაშვილის იურიდიული გუნდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვას, სასამართლოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოს და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლი პირების, მათ შორის, ბაჩიაშვილის უფლებები დაიცვას. "საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხს აგებინებს ბაჩიაშვილის უფლებათა ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა დაიცვას თავისი ვალდებულებები, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოს და ბაჩიაშვილისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე მყოფი სხვა პირების ფუნდამენტური უფლებები დაიცვას". - წერია განცხადებაში. ცოტა ხნით ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)