14:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 10:11:31, 578 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - ვფიქრობ, ნატო-ს მომდევნო სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შევთანხმდებით

ვფიქრობ, ნატო-ს მომდევნო სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შევთანხმდებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„ვფიქრობ, ჰააგაში თავდაცვის ხარჯების მაღალ მაჩვენებელზე, 5%-ზე შევთანხმდებით. არ ვიტყვი, თუ როგორი იქნება ინდივიდუალური დანაწილება, მაგრამ სამხედრო ხარჯები 3%-ზე გაცილებით მეტი იქნება და ასევე, ეს თავდაცვის ხარჯების სამიზნეც იქნება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მანამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით 3.5%-ს უნდა მიაღწიონ, ხოლო ინფრასტრუქტურის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საკითხებზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.5% დახარჯონ.

ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics