14:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 09:49:06, 635 ნახვა

მსოფლიო
WSJ - დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, რადგან ის იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელებით და სამშვიდობო მოლაპარაკებების ნელი ტემპით, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, ახალ საბანკო სანქციებს არ მოიცავს, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც, რათა რუსეთის ლიდერი აიძულონ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს, მათ შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელსაც უკრაინა უჭერს მხარს და რომელსაც რუსეთი დიდი ხანია უარყოფს.

გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ტრამპმა ახალი სანქციები არ დააწესოს და მოლაპარაკებების პროცესი მიატოვოს.

„იმ ადამიანების განცხადებით, ვინც ტრამპის მოსაზრებებს იცნობენ, ის დაიღალა სამშვიდობო მოლაპარაკებებით და განიხილავს, საერთოდ მიტოვოს ის, თუ საბოლოო ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს“, - წერს The Wall Street Journal-ი.

თუმცა, გაურკვეველია, რა მოხდება, თუ აშშ სამშვიდობო პროცესიდან უკან დაიხევს და გააგრძელებს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ სურს მოლაპარაკებების გზით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ნახვა. პრეზიდენტი ტრამპი ასევე გონივრულად ინახავს ყველა ვარიანტს განსახილველად“, - განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლინ ლევიტმა.

WSJ წერს, რომ ტრამპი კვირების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ზეწოლას, პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო გაეკრიტიკებინა. უკრაინის ბევრმა მოკავშირემ, მათ შორის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა, ტრამპს განუცხადა, რომ პუტინს არ სურს შეთანმხმება და მხოლოდ სასჯელი აიძულებს მას სერიოზულად აწარმოოს მოლაპარაკება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics