17:10 - 22 Jul, 2026
|
2025-05-26 13:43:41, 2213 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა
26 მაისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა 364 დრონი გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 233 დრონი. გარდა ამისა, ჩამოგდებულია 9 ფრთოსანი რაკეტა. ასევე, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 55 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთმა დრონები ბრიანსკის, მილეროვოს, კურსკის, ორელის, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინა. ბოლო მონაცემებით, იერიშის შედეგად უკრაინის 5 რეგიონი დაზარალდა. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)