|
2025-05-25 12:31:00, 1666 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - ამერიკისა და სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს
ამერიკისა და სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ, შეერთებულ შტატებს, მოუწოდა, არ გაჩუმდნენ და გააძლიერონ ზეწოლა კრემლზე. რუსეთის თავდასხმამ გასულ ღამეს უკრაინის 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი მოიცვა. „რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორისტული დარტყმები საკმარისი მიზეზია ახალი სანქციებისთვის. მსოფლიოს არ აქვს დუმილის უფლება, რადგან ასეთი პასიურობა პუტინს ომის გაგრძელებისკენ მხოლოდ ახალისებს. შესაძლოა, მსოფლიო შაბათ-კვირას ისვენებს, მაგრამ ომი გრძელდება, შაბათ-კვირისა და სამუშაო დღეების მიუხედავად. ამის იგნორირება არ შეიძლება. ამერიკის დუმილი, მსოფლიოში სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს. სანქციები ნამდვილად დაეხმარება ომის დასრულებას. ახლა მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება – შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილება, ევროპული ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილება, მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ვისაც მშვიდობა სურს. მსოფლიომ იცის რუსეთის ეკონომიკის ყველა სისუსტე. ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე აუცილებელი ზეწოლის გზით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)