|
2015-01-07 16:21:39, 1385 ნახვა
ვარკეთილში შუა ხნის მამაკაცმა 27 წლის ბიჭის გაუპატიურება სცადა
ვარკეთილში, დღეს დილით შუა ხნის მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თვითმხილველებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, დილის საათებში ახალგაზრდა ბიჭი ქუჩაში შიშველი გავარდა და შველას ითხოვდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბიჭი ყვიროდა, რომ მისი გაუპატიურება მამაკაცმა სცადა და მან თავდაცვის მიზნით ის დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი და 27 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარებამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. "დილის 5 საათზე გაისმა მსხვრევის ხმა. მოულოდნელად ვიღაცამ დაიწყო ყვირილი ქუჩაში- ხალხო მიშველეთ დარეკეთ პატრულშიო. ბიჭი იყო შიშველი და გამვლელი მანქანების გაჩერებას სცდილობდა და პატრულის გამოძახებას ითხოვდა. 05:05 წუთზე დავრეკე 112-ში და გამოვიძახე. მათ მოსვლამდე ვესაუბრე ბიჭს, რომელმაც მითხრა, რომ ვარკეთილში საქეიფოდ იყო მოსული და შემდეგ, შუა ხნის მამაკაცმა გაუპატიურება დაუპირა, მან დაჭრა და ფანჯრიდან გადმოხტა. შემდეგ მოვიდა პატრული და სასწრაფო დახმარება და ორივე ინგოროყვაში გადაიყვანეს. შუა ხნის მამაკაცს არ სურდა სასწრაფოს გაყოლოდა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. პატრულის მოსვლისთანავე, ბიჭმა ამბის მოყოლა დაიწყო. ჩააცვეს ტანსაცმელი და წაიყვანეს", - ამბობს „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თვითმხილველი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)