|
2025-05-25 10:48:46, 1658 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას 300-მდე დრონით და 70 რაკეტით შეუტიეს, დარტყმები 22 ლოკაციაზე დაფიქსირდა
რუსულმა ძალებმა უკრაინაზე წუხელ კომბინირებული თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს, მათგან 310-ზე მეტი განადგურდა ან დაიკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა სტრატეგიული ავიაციის Ту-95 და Ту-160 ტიპის თვითმფრინავებიდან „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 9 ბალისტიკური რაკეტა და “X-101“ და „კალიბრის“ ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, Ту-22M3 თვითმფრინავიდან კი “X-22“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტა. ამასთან რუსებმა უკრაინას „X-59/69“ ტიპის 4 მართვადი საჰაერო რაკეტითა და 298 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა “X-101“ და „კალიბრის“ ტიპის 45 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, „X-59/69“ ტიპის 2 რაკეტა კი ლოკაციურად დაიკარგა. ამასთან, უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში Shahed-ისა და სხვა ტიპის 266 დრონი გაანეიტრალეს. თავდასხმის შედეგად უკრაინის ოლქების უმეტესობა დაზარალდა, დარტყმები 22 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)