|
2025-05-25 10:27:42, 1596 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - პუტინი გასცემს მეტი დარტყმის, თავდასხმისა და ბავშვების მკვლელობის განკარგულებებს
როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი გასცემს მეტი დარტყმის, თავდასხმისა და ბავშვების მკვლელობის განკარგულებებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დაწერა. მისი თქმით, მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე. „მძიმე დილა უკრაინაში უძილო ღამის შემდეგ. მრავალი კვირის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მასირებული თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ღამით რუსეთმა ასობით დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით, რის შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის, სულ მცირე, სამი ბავშვი. როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი გასცემს მეტი დარტყმის, თავდასხმისა და ბავშვების მკვლელობის განკარგულებებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ცეცხლის სრული, უპირობო და გრძელვადიანი შეწყვეტის აუცილებლობას ნებისმიერი მნიშვნელოვანი სამშვიდობო ძალისხმევისთვის. მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ მიიღოს ეს და დაუყოვნებლივ დაასრულოს მკვლელობები“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)