19:07 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 10:50:42, 794 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: საქართველოში ხის გრანულების ქარხანა აშენდება

საქართველოს  პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში ხის გრანულების ქარხანა აშენდება, რაც მისი  შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში ახალი სიტყვაა.

 ხის გრანულები  მყარი ბიოსაწვავია, რომელიც შეშის ალტერნატივას წარმოადგენს:

 „პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ორ პროექტს განვიხილავთ. ეს არის წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მინერალური პროდუქტების საწარმოს შექმნის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სწრაფად მზარდი ტყის სანერგე მეურნეობის მშენებლობისათვის, მიწის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი, რაც 2.5 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს. ასევე კომპანია გეგმავს ხის გადამამუშავებელი, ინოვაციური ქარხნის აშენებას, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიებით და ეკოლოგიურად სუფთა დანამატებით აწარმოებს ხის გრანულებს, რაც ახალი სიტყვაა საქართველოს ეკონომიკაში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics