18:23 - 22 Jul, 2026
|
2025-05-24 10:03:26, 1485 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - არიან დაშავებულები
რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტრის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბალისტიკური რაკეტებიც დააფიქსირეს. კლიჩკომ აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად, კიევში საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა. „ნამსხვრევები დაეცა ობოლონის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრსა და საცხოვრებელ შენობას“, - აღნიშნა კიევის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)