18:23 - 22 Jul, 2026
|
2025-05-22 16:01:34, 2034 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - ხერსონში აფეთქდა მანქანა, რომელშიც რუსი ოფიცრები ისხდნენ
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ოკუპირებულ ხერსონში აფეთქდა მანქანა, რომელშიც რუსული სპეცდანიშნულების რაზმის, ახმატის წევრები ისხდნენ. უწყების ანგარიშის მიხედვით, 20 მაისს, ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, საკდოვსკისა და ანტონოვკას დასახლებებს შორის, აფეთქდა ავტომანქანა УАЗ Patriot, რომელშიც ახმატის 4 წევრი იმყოფებოდა. დაზვერვის ინფორმაციით, ოთხივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. აღნიშნულია, რომ პირველ აფეთქების შემდეგ, მანქანაში ტყვია-წამალი აფეთქდა, რომელიც ახმატელებს გადაჰქონდათ. "უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული დანაშაულისთვის იქნება სამართლიანი შურისძიება". – წერია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)