|
2025-05-22 14:50:13, 1059 ნახვა
ეკონომიკა
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს. თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული 21 წლის საბა კენჭიშვილი გვიზიარებს თავის გამოცდილებას კამპუსში სწავლის შესახებ. „ვსწავლობ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად, მაინტერესებს კინო და აქტიურად ვარ ჩართული კინემატოგრაფიულ პროექტებში. მოკლემეტრაჟიან ფილმებზე ოპერატორად და სინემატოგრაფად ვმუშაობ ხოლმე. ახლაც ახალ ფილმზე ვმუშაობ. ჩემი სადებიუტო ფილმი - „პალატა 222”, ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე მოხვდა, როგორებიცაა: Stockholm City Film Festival, Rome Prisma Film Awards, New York Film & Cinematography Awards. თიბისი კამპუსში ვისწავლე სარეკლამო კონტენტის შექმნა. მინდოდა აღმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და წვდომა მქონოდა თანამედროვე ცოდნაზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. კურსი, რომელიც გავიარე იყო ძალიან ახლოს იყო ჩემს ინტერესებთან: სულ ვეძებ შემოქმედებით მიდგომებს და თანამედროვე პლატფორმებს. ვისწავლე შემოქმედებითი პროცესის სწორად დაგეგმვა იდეის ფორმულირებიდან - რეალიზაციამდე“. თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინ ფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ, ამიტომ სწავლობ და ქმნი იქ, სადაც ხარ. „ლექტორი ცდილობდა თითოეული ჩვენგანის იდეაში დაენახა პოტენციალი და მაქსიმალურად გაეზარდა ჩვენი თვითგამოხატვის სივრცე. მისგან ვისწავლე, რომ შეცდომა არ არის მარცხი, არამედ შემოქმედებითი პროცესის ერთ-ერთი ეტაპია“. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)