|
2025-05-21 15:26:24, 2212 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს
ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბრისას “პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების, მშვიდობის მისაღწევად საჭირო შემდგომი ნაბიჯებისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის საკითხები” განიხილა. “მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი ჩვენს სანდო პარტნიორად და მეგობრად რჩება. ჩვენს ერთიანობაზე, საერთო პოზიციასა და კოორდინირებულ მოქმედებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა. “პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაცნობა ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების, სამომავლო მშვიდობის პირობებისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავების შესახებ. ამ პროცესში პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და აშშ-ის მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია”, - წერს დონალდ ტუსკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)