2025-05-21 14:04:26, 928 ნახვა
მსოფლიო
მადრიდში ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი მოკლეს
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 21 მაისს უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ან პირებმა მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი მოკლეს.
შემთხვევა პოსუელოს რაიონში ამერიკულ სკოლასთან მოხდა.
მადრიდის პოლიციის ცნობით, სროლის შესახებ შეტყობინება 09:15 საათზე მიიღეს, თუმცა მსხვერპლის ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.
რადიოსადგურ Cadena SER-ის ინფორმაციით, პორტნოვს მაშინ ესროლეს, როდესაც საკუთარი შვილები სკოლაში მიჰყავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,