00:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 12:57:20, 641 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინმა ტრამპს უკრაინის კრიზისის სამართლიანი მოგვარების მიმართ რუსეთის ერთგულება დაუდასტურა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო ­საუბრის დროს უკრაინაში კონფლიქტის სამართლიანი მოგვარების მიმართ რუსეთის ერთგულება დაადასტურა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის მიერ შექმნილი „უკრაინის კრიზისის“ სამართლიან მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთს მტკიცე პოზიცია აქვს.

„ეს პოზიცია გუშინ კიდევ ერთხელ სრულად გარკვევით დაადასტურა პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შედეგად“, - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics