|
2025-05-19 16:18:45, 891 ნახვა
ეკონომიკა
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული მოგზაურობის ახალი ეპიზოდის სტუმარი იაკი კაბეა - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
21 მაისს, 21:00 საათზე „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალ ეპიზოდში მოუსმინეთ პოეტის, ირაკლი კაკაბაძის (იაკი კაბეს) პასუხებს დათო გორგილაძის კითხვებზე. ეპიზოდი მაყურებელს სტამბოლის ქუჩებში გაუწევს გიდობას. ეს ევროპული მოგზაურობის ფარგლებში მეორე გადაცემაა, რომელიც მსმენელს ახალ ლოკაციაზე ძველ, თუმცა, მუდამ აქტუალურ საქართველოს ისტორიებს გაახსენებს და ირაკლი კაკაბაძის ცხოვრებისეულ თავგადასავალში ამოგზაურებს. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. “გახსოვს, არ გვითქვამს... ვერ ვყვები რა მაქვს ნანახი და რა მაქვს გამოვლილი. არასდროს მქონია ძალა, მესაუბრა ამ ამბავზე“, - ირაკლი კაკაბაძე. გაიგეთ მეტი ახალი ეპიზოდის შესახებ ბმულზე. შეგახსენებთ, რომ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა 6 ეპიზოდს აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც მაყურებელი სამშობლოდან ფიზიკურად შორს, მაგრამ გონებრივად თუ სულიერად საქართველოსთან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანებს შეხვდება და მათი ცხოვრებისეული ისტორიების თანამგზავრი გახდება. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)