|
2025-05-19 00:50:15, 37232 ნახვა
Lifestyle
ავსტრია ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა
ფილიპინური წარმოშობის ავსტრიელმა იოჰანეს პიტჩმა შეასრულა პოპ-ოპერის სტილის კომპოზიცია „Wasted Love“ და პროფესიონალი ჟიურის და მაყურებლის გული მოიგო. ბუკმეკერების ფავორიტი, შვედეთი, საბოლოოდ მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა. კონკურენცია დაძაბული იყო, ისრაელი ბოლო მომენტამდე ლიდერობდა სიმღერით „New Day Will Rise“, რომელიც იუვალ რაფაელმა შეასრულა. ისრაელელმა მაყურებლის ხმებით გაიმარჯვა, თუმცა ჟიური განსაკუთრებით არ აღაფრთოვანა. ავსტრიელი პროფესიონალების ფავორიტი გახდა და ორი ხმის ჯამის მიხედვით, გამარჯვებულიც გახდა. სამეულში ესტონელმა მომღერალმა ტომი კეშმა დაასრულა სიმღერით „Espresso Macchiato“. ბუკმეკერების ფავორიტი, შვედეთი, ფინური ტრიო KAJ-ის საუნაზე შესრულებული სიმღერით, მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)