18:23 - 22 Jul, 2026
|
2025-05-18 12:23:43, 2312 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ოლქზე იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი
18 მაისს, რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაზე დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად კიევის ოლქში, ობუხოვის რაიონში, დაიღუპა 28 წლის ქალი. გარდა ამისა, დაიჭრა 3 ადამიანი: 59 წლის კაცი, 61 წლის ქალი და 4 წლის ბავშვი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ფასტოვის რაიონში დრონების იერიშის შედეგად დაინგრა საწყობი და სამეურნეო შენობა. გარდა ამისა, რაიონის სამედიცინო ცენტრში გაჩნდა ხანძარი. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)