|
2025-05-16 17:31:16, 14652 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძემ თანამდებობა დატოვა
ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული განცხადება მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მისივე განცხადებით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრად. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა. 2012 წელს, როცა დაარსდა პარტია - „ქართული ოცნება“, ჩემი სურვილით მოვედი პარტიაში და დავიწყე საქმიანობა, 2012 წლიდან ვემსახურები პარტიას და ქართველ ხალხს, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქში საქმიანობა და მოქალაქეების გვერდში დგომა, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ ერთად და ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მადლობას ვუხდი ქობულეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი კეთილი საქმეების განხორციელებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, - წერს გიორგი გოგიტიძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)