18:21 - 22 Jul, 2026
|
2025-05-16 16:49:40, 1540 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს
უკრაინამ დღეს, რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც დაეცნენ: კურახოვსკის, პოკროვსკის, ბახმუტსკის, უგლედარსკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ხარკოვის მიმართულებებით. დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ასევე დააბრუნეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან. საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ სულ 75 რეპატრიაცია განახორციელა, რომლის დროსაც 9 744 დაღუპულის ცხედარი დააბრუნეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)