19:35 - 22 Jul, 2026
|
2025-05-16 11:03:33, 1566 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსული ძალების შეტევის მოგერიების დროს F-16 დაკარგა
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რუსული ძალების მიერ ღამით განხორციელებული იერიშის მოგერიების დროს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი დაკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, პილოტმა, საავიაციო ქვემეხის გამოყენებით, სამი საჰაერო სამიზნე გაანადგურა და მეოთხეზე მუშაობდა. „პილოტმა თვითმფრინავი დასახლებული ზონიდან მოშორებით მიმართა და წარმატებით კატაპულტირდა“, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება. „ყველა გარემოების ობიექტურად გასარკვევად შეიქმნა კომისია, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)