02:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 16:20:05, 940 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა სტამბოლში

NATO-ს  გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკმაყოფილება გამოთქვა სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით.

"რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა" – თქვა რუტემ ანტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება. 

უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 15 მაისს, სტამბოლში დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები 14 მაისს დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი.

11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics