22:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 12:38:19, 492 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - X მოწვევის პარლამენტი ქართულ ისტორიაში შემობრუნების წერტილად იქცა

X მოწვევის პარლამენტი უახლეს ქართულ ისტორიაში შემობრუნების წერტილად იქცა, რადგან ის სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის მტკიცე და გაბედულ კრებულს წარმოადგენდა - X მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, ინტერეს-ჯგუფების მიერ პოლიტიკური ფრონტის გახსნით, ღალატით, დივერსიით და მტრისა თუ მოყვრის მიერ დაგებული ხაფანგებით! – ასე დაიწყო ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, X მოწვევის პარლამენტს ბევრის გადატანა მოუხდა და ”სწორედ ასეთ რთულ დროს გამოჩნდება ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა.

“თუკი რაიმე გასდევდა წითელ ხაზად წინა მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, ეს იყო ქვეყნის განვითარების ჩარხის უკუღმა დატრიალების, არეულობის დათესვის და რევოლუციების მცდელობების კასკადი, რომლითაც ჩვენი საზოგადოების დაზიანება განიზრახეს, თუმცა შედეგად უფრო გამოწრთობილი, თავდაჯერებული და დაბრძენებული საზოგადოება მიიღეს.

იმისთვის რომ გავიაზროთ, თუ როგორ შევძელით ეს, უნდა გავიხსენოთ თუ რა გამოვიარეთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics