04:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 09:44:18, 611 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ღაზაში ოპერაციას სრული ძალით უახლოეს დღეებში გააგრძელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ოპერაციებს სრული ძალით უახლოეს დღეებში განაახლებენ, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

„ოპერაციის დასრულება ნიშნავს „ჰამასის“ დამარცხებას. ეს ნიშნავს ჰამასის განადგურებას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ღაზაში ისრაელ-ჰამასის ომის შეჩერება „არავითარი გზით“ არ შეიძლება, მაშინაც კი, თუ კიდევ მეტი მძევლის გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მიაღწევენ.

„ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დროებითი იქნება. თუ „ჰამასი“ მეტ მძევალს გაათავისუფლებს, ჩვენ მათ ავიყვანთ და შემდეგ შევალთ. თუმცა, ომს ვერანაირად ვერ შევაჩერებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics