|
2025-05-13 18:38:39, 765 ნახვა
პოლიტიკა
„წინააღმდეგობის პლატფორმა“ - კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას
„წინააღმდეგობის პლატფორმა” დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვანსის მიმართ გაგზავნილ ღია წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: „რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს-სინამდვილეში უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს: თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას”. ირაკლი კობახიძემ დღეს „ფეისბუქზე” გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს მიმათა. კობახიძემ მასში კვლავ განავითარა პროპაგანდისტული ნარატივები, ილაპარაკა Deep State-ის კონსპირაციულ ნარატივზე, „რევოლუციურ სცენარზე“ და გააკრიტიკა ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები კვლავ ძალაშია. კობახიძის თქმით, გაკვირვებას იწვევს აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის „დუმილი“ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი „ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც“ აწარმოებენ დიალოგს. „წინააღმდეგობის პლატფორმა” აცხადებს, რომ „აშშ იყო და რჩება ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გზაზე”.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)