01:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 16:56:58, 639 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე

ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, ამას თავისი მიზეზები აქვს და ეს უნდა განმარტონ იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვთ დატოვებული ბაიდენის ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

„პირველ რიგში, ძალიან კარგია, მათ შორის საამაყოც კი შეიძლება, იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია. მეორე – ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, განსაკუთრებით მათ მიერ გახმოვანებული მესიჯები და გაცილებით ადრე ჩვენ მიერ გახმოვანებული, ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე. ამას თავისი მიზეზები აქვს. ამას ჩვენ ვერ განვმარტავთ, ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყანამ, იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვთ დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მისი ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ვიდრე ეს არ იქნება განმარტებული, ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცვლილი. მანამდე მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში, ვისაც კი ეს ხმა მისწვდება და იქნება შეკითხვა, რატომ ხდება, რომ პოზიციათა აბსოლუტური თანხვედრის მიუხედავად, მეტიც, საქართველო ასეთ პოზიციებს, რომლებსაც დღეს აშშ ახმოვანებს, თვეებით და წლებით ადრეც კი ახმოვანებდა, ამის მიუხედავად, ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გახმოვანებულა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics