08:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 13:39:05, 666 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია

ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს, მას მერე რაც ორბანმა არ გაუმართლა და ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს.

მისი თქმით, თუ სადმეა „დიფ სთეითი”, „ეს ბიძინა და მისი მარიონეტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.

„ამერიკის „დიფ სთეითს” ებრძვის, თურმე, ბიძინა, რომელსაც ქვეყნის ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია მიტაცებული აქვს, მოპარული აქვს არჩევნები და ქვეყანას კომუნისტური, მასიური კორუფციული სისტემით მართავს.

მალე დამთავრდება ეს მარაზმი ქვეყანაში, ვერ დაალაგეთ და ვერც დაალაგებთ ვერავისთან! ქვეყანა იზოლაციაში მოაქციეთ და განვითარების პერსპექტივა დაუკარგეთ.

ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს არის პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა!“ -წერს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics