2025-05-11 10:05:13, 8530 ნახვა
რეგიონი
ბათუმის მერია - ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ხეები და ავტომანქანები
![]() ბათუმში ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, ხეები და ავტომანქანები. რაც შეეხება გორგასლის ქუჩაზე დაშავებულ ორ მოქალაქეს, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. “ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია”,- ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|