19:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-10 17:23:20, 1345 ნახვა

პოლიტიკა
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა წალენჯიხაში შეხვედრა გამართეს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საქართველოს რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. რეგიონული კამპანიის მთავარი მიზანი და ამოცანა - რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაციაა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას „ლელო - ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ხვდებიან.

„დღეს წალენჯიხაში ჩვენი კოალიციის მხარდამჭერ, საპროტესტო საზოგადოებას შევხვდი - ძალიან მაგარ, მებრძოლ ადამიანებს, სამეგრელოს ყველა რაიონიდან.

ყოველდღე სამეგრელო იბრძვის ცვლილებებისთვის - დგას ქუჩაში და აძლიერებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტს. მიხარია, რომ ჩვენი კოალიციას ამ მხარეშიც დიდი მატება აქვს. ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მათივე ინფორმაციით, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას აქტიურად განიხილება მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხი.

„შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, არაღიარებული ხელისუფლების რუსული პოლიტიკა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის ღალატია.

რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს სჭირდებათ დეტალური და პირდაპირი ინფორმაცია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და რეგიონებში პროტესტის კერების გაფართოების შესახებ.

რეგიონებში მთავარ თემად განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოები შინ და გარეთ და ზეწოლა რათა, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის პოლიტიკურ ლიდერებთან კოორდინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროტესტში ჩართულობის და ერთობლივი ბრძოლის ეფექტურად წარმართვისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics