01:08 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 15:45:04, 748 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნას არავითარი მოსაწვევი არ სჭირდება

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნას არავითარი მოსაწვევი არ სჭირდება - აქ ყოფნას სჭირდება ევროპის და პირველ რიგში, საქართველოს სიყვარული, მაგრამ „ჰეზბოლას“ ძმაკაც კობახიძეს არ უყვარს საქართველო და ვერ იტანს ევროპას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აცდენილია საქართველოს მოსახლეობის 85%-ის გეოპოლიტიკურ არჩევანს და სწორედ ამიტომ, „ისინი გახმებიან როგორც ხე ფესვების გარეშე“.

„არავითარი მოსაწვევი აქ ყოფნას არ სჭირდება. ევროპელი პრემიერ-მინისტრი და ევროპული მთავრობა, ბუნებრივია, აქ იქნებოდა. დღეს აქ იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს აქ ვართ, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოვადგენთ პროევროპული ქართველი ხალხის ნებას. არავითარი მოსაწვევი აქ ყოფნას არ სჭირდება. აქ ყოფნას სჭირდება ევროპის და პირველ რიგში, საქართველოს სიყვარული, მაგრამ „ჰეზბოლას“ ძმაკაც კობახიძეს არ უყვარს საქართველო და ვერ იტანს ევროპას. ეს არის განაცხადი, რომ ისინი არ არიან თანხვედრაში ევროპული კავშირის ელჩებთან, ევროპული კავშირის პოლიტიკასთან, იმ საერთო ღირებულებებთან, რაც გააჩნია ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს და რომ ისინი არიან აცდენილი საქართველოს მოსახლეობის 85%-ის გეოპოლიტიკურ არჩევანს. სწორედ ამიტომ, ისინი გახმებიან როგორც ხე ფესვების გარეშე, იმიტომ რომ ამ რეჟიმს არავითარი ლეგიტიმაცია, არავითარი ფესვები ამ საზოგადოებაში არ გააჩნია“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩომ პროტოკოლი დაარღვია და მთავრობას ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი არ გაუგზავნა. ამის გამო, კობახიძემ საელჩო საბჭოურ მიდგომაში დაადანაშაულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics