00:08 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 13:15:41, 1373 ნახვა

მსოფლიო
ამაზონის ჯუნგლებში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ეკვადორში ამაზონის ჯუნგლებში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ეკვადორის პრეზიდენტის რაფაელ კორეას სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით იტყობინება.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 22 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. პასტასის პროვინციაში მოხდა.

თვითმფრინავში 19 სამხედრო, ორი პილოტი და ერთი მექანიკოსი იმყოფებოდნენ. სამხედრო თვითმფრინავი ფრენას წვრთნის ფარგლებში ახორციელებდა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

"იქ გადარჩენილები არ არიან. ჩვენ 22 მებრძოლი დავკარგეთ", - წერს რაფაელ კორეა Twitter-ის საკუთარ ვებ გვერდზე.

ეკვადორის პრეზიდენტმა დაღუპულ სამხედროების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics