14:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 11:18:56, 540 ნახვა

პოლიტიკა
EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, 8 მაისს  ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს. 

"საინტერესოა, რომ საქართველო არ იყო მიპატიჟებული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე. სხვა ყველა EU-ს კანდიდატი ქვეყანა მიწვეული იყო". - წერს იოზვიაკი X-ზე.

"რა თქმა უნდა ვწუხვართ, რომ ვარშავაში ჩვენს არაფორმალურ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. თუმცა, ეს გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული პირადი გადაწყვეტილებით, რომელმაც გასული წლის ნოემბერში შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ერის გვერდით მტკიცედ დგომას. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მის ბრძოლას დემოკრატიისა და ღირებულებებისთვის, რომლებიც შეესაბამება ევროპულ საზოგადოება". - განაცხადეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics