02:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 15:51:34, 628 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი, გაიმარჯვა „დიფ სთეითმა“

„მეგობარი აქტი“ სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი, კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული აქტის მიღებით გამოჩნდა, რომ „დიფ სთეითმა“ გაიმარჯვა.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“.

„როგორ შეიძლება „მეგობარი აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. როცა ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში „დიფ სთეითმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ამ რამდენიმე დღის წინ. დღესაც შეგვიძლია ვთქვათ და ჯერ კიდევ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს თუ ასე მოხდება, დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ. მაგალითად, ჯო უილსონი არის თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითი“. ის არ არის ტრამპის გავლენის ქვეშ. ამ შემთხვევაში ტრამპზე გაიმარჯვა „დიფ სთეითმა“, მაგრამ მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი აჯობებს „დიფ სთეითს“. უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics