02:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 13:22:58, 625 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების გზაზე ევროკავშირის სამოქმედო სამი პრიორიტეტი დაასახელა: „პირველი, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერა. მეორე, რუსული საწვავის მოხმარების სრულად დასრულება და მესამე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება“.

„ჩვენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა დავაჩქაროთ. ეს მხოლოდ უკრაინის მისწრაფებას არ წარმოადგენს და შეიძლება უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს. ეს საკითხი რომში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრის მთავარი თემა იყო. უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი 2025 წელს გავხსნათ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, „საბოლოოდ, უკრაინაში ომი დასრულდება და ის, თუ როგორ დასრულდება ომი ევროპის კონტინენტის მომავალს განსაზღვრავს“.

„ცუდი შეთანხმების შედეგად, შესაძლოა, რუსეთი უფრო მეტისთვის უკან დაბრუნდეს, რაც კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას გამოიწვევს. თუმცა, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შედეგად, შეიძლება უკრაინაში კეთილდღეობის ახალი ეპოქა დაიწყოს და ეს ჩვენ ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შენებაში დაგვეხმაროს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics