|
2025-05-07 13:10:22, 978 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს
თიბისი კონცეპტმა, Snap Fitness Premium-თან და TRIBE-თან პარტნიორობით, იოგის, პილატესის, ხმოვანი პრაქტიკისა და ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო სხვა მრავალფეროვანი აქტივობების მხარდასაჭერი მასტერკლასების სერია დაიწყო. პირველი პილატესის მასტერკლასი, 3 მაისს, ნანა რუხაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მომდევნო კი, 11 მაისს, 19:00 საათზე, გაიმართება. 11 მაისის მასტერკლასზე თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ზურაბ მხეიძე მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ესაუბრება. ასევე, განიხილავს ვარჯიშის როლს მენტალური ჯანმრთელობისთვის. შეხვედრა დიმა გურიევის ხმოვანი თერაპიის მასტერკლასით დასრულდება. თიბისი კონცეპტის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერ მასტერკლასებს უძღვებიან Snap Fitness Premium-ის გამოცდილი ინსტრუქტორები. სესიები კი, TRIBE-ის სივრცეში ტარდება (მერაბ ალექსიძის 12). მასტერკლასებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის. მსურველები ბილეთების შესაძენად ეწვით ბმულს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)