03:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 18:46:44, 874 ნახვა

პოლიტიკა
პაატა სალია - იმედს გამოვთქვამთ, სენატი უკეთესად დაინახავს, რა არის მნიშვნელოვანი

ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ სენატი უკეთესად გაერკვევა საქართველოში არსებულ ვითარებაში, უკეთესად დაინახავს, თუ რა არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და „მეგობარ აქტს“ გაგრძელება აღარ ექნება, ის საბოლოოდ კანონის სახეს ვერ მიიღებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პატა სალიამ განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესის მიერ მიღებული აქტი არსებითად მცდარ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება.

„„მეგობარი აქტი“ თავისი შინაარსით საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ მეგობრული ნამდვილად არ არის. ეს აქტი მეგობრული შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ძალების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში. სამწუხაროა, რომ ეს აქტი, რომელიც მიღებულია კონგრესის მიერ, ეფუძნება არსებითად მცდარ ფაქტობრივ გარემოებებს. თუნდაც ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თითქოს საქართველომ უარი უთხრა ამერიკელ ინვესტორებს – არ არსებობს ბუნებაში დოკუმენტი ან წყარო, რომელიც დაადასტურებდა ამგვარ ცილისმწამებლურ განცხადებას და, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი გადაუმოწმებელი, დაუსაბუთებელი, მანიპულირებული ფაქტები გახდა საფუძველი, რომ კონგრესს მსგავსი აქტი მიეღო. თუმცა წინ არის განხილვები სენატში, წინ არის პრეზიდენტის ხელმოწერა. ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ სენატი უკეთესად გაერკვევა საქართველოში არსებულ ვითარებაში, უკეთესად დაინახავს, თუ რა არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ამ აქტს გაგრძელება აღარ ექნება, ის საბოლოოდ კანონის სახეს ვერ მიიღებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics