|
2025-05-06 12:36:14, 918 ნახვა
სამართალი
საია თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების შეჩერებას ითხოვს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აქტივისტ თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების შეჩერებას ითხოვს. კერძოდ, როგორც საია-ში განმარტავენ, თემურ ქათამაძის საქმეში გამოვლენილი პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება" უკანონოდ იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომელთა სამოქალაქო აქტივობა ან კრიტიკა მათთვის მიუღებელია. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურ ქათამაძის (გაფფარ ილმაზის) საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი. ამ საქმეს იხილავდა მოსამართლე, რომელმაც წლების წინ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის მოთხოვნა მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. სწორედ ამიტომ, მან შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს აცილების მოთხოვნით, რაც უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა. ამასთან, სასამართლომ ამჯერადაც უარი თქვა მოწმეთა დაკითხვაზე, რომლებიც სასამართლოს მიაწვდიდნენ ინფორმაციას იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საფუძველია. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება ამ ეტაპზე იყო ის ერთადერთი შესაძლებლობა, რაც თემურ ქათამაძეს უფლებას მისცემდა კანონიერი საფუძვლით დარჩენილიყო საქართველოში და არ მომხდარიყო მისი გაძევება. გაძევების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მეორე დღესვე, 30 აპრილს მიიღო. ამავე გადაწყვეტილებით მას ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის 10 დღიანი ვადა განესაზღვრა. თემურ ქათამაძე დღეს მიმართავს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებამდე, ამ აქტის მოქმედება უნდა შეჩერდეს და ამდენად, უნდა შეჩერდეს გაძევების პროცედურებიც. ამასთან, თემურ ქათამაძეს აქვს მიმდინარე დავა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, რომელიც ეხება მოქალაქეობის მინიჭების საკითხს და რომელზეც ამ დროისთვის სასამართლოს არ დაუწყია საქმის განხილვა. აღსანიშნავია, რომ თემურ ქათამაძე 2012 წლიდან ცხოვრობს საქართველოში. მის გაძევებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყება კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მის აქტიურ და საჯარო პროტესტთან. გაძევების პროცედურების დაწყებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი მიმდინარე წლის 11 და 16 იანვარს დააკავა. ადმინისტრაციული წესით, 2025 წლის 11 იანვარს დაკავებისას, იგი მიიყვანეს ბათუმის პოლიციის სამმართველოში, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდამცავებს შორის იყო ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება. თემურ ქათამაძის საქმეში გამოვლენილი პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომელთა სამოქალაქო აქტივობა ან კრიტიკა მათთვის მიუღებელია. სასამართლოს მხრიდან მოწმეთა დაკითხვის გაუმართლებელი უარყოფა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამასთან, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაძევების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყება, სასამართლოს საბოლოო დასაბუთებული დასკვნის გარეშე, თემურ ქათამაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ რეპრესიაზე მეტყველებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)