08:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 12:00:54, 583 ნახვა

პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - ამერიკელმა მეგობრებმა „MEGOBARI აქტით“ გიორგობა მოგვილოცეს

ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა ვაშინგტონიდან გიორგობის დღესასწაული მოგვილოცეს „MEGOBARI აქტით“ - რა თქმა უნდა, „ქოცებისა“ და ბიძინა ივანაშვილის პირობებში შეუძლებელია საქართველო დასავლეთ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და აშშ-ს მეგობარი იყოს, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო ორიენტირები აქვთ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, „MEGOBARI აქტი“ მიზნად საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას ისახავს - უსაფრთხოების, დემოკრატიისა განმტკიცების და ეკონომიკური კუთხით, რომ საქართველო წარმატებული, სწრაფად მზარდი და განვითარებული ქვეყანა იყოს, რომელიც რეგიონში აშშ-ის პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა იქნება.

„მმართველი გუნდისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს ძირს უთხრიან - აშშ-თან მეგობრობისა და პარტნიორობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების კუთხით - მათთვის სასიამოვნო აქტი ნამდვილად არ არის, რადგან სწორედ ამ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი. გაწერილია - ვინ, როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს. „MEGOBARI აქტი“ იმიტომ არის მეგობარი, რომ ის კარგად და პოზიტიურადაა განწყობილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენი ბრძოლის, თავდადების და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მდგრადობისა და განმტკიცების მიმართ ისევე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების მედეგობის განმტკიცების კუთხით, აქტში ბევრი პუნქტია, რომლის მეშვეობითაც აშშ გვერდში დაუდგება და მხარს დაუჭერს საქართველოს, თუ საქართველო ამ არჩევანს გააკეთებს.

რა თქმა უნდა „ქოცებისა“ და ბიძინა ივანაშვილის პირობებში შეუძლებელია საქართველო დასავლეთ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და აშშ-ის მეგობარი იყოს, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო ორიენტირები აქვთ აღებული და არჩეული“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics