12:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 21:40:15, 1272 ნახვა

მსოფლიო
არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ს ნებაყოფლობით დატოვებას გადაწყვეტენ, ტრამპის ადმინისტრაცია 1000 დოლარს და ავიაბილეთებს შესთავაზებს

არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ს ნებაყოფლობით დატოვებას გადაწყვეტენ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 1000 დოლარს შესთავაზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალ მიგრანტებს 1000 დოლართან ერთად ავიაბილეთებსაც შესთავაზებს და ეს ბევრად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე მათი დეპორტაცია.

„თუ თქვენ აქ არალეგალურად იმყოფებით, დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად თვითდეპორტაცია ამერიკის შეერთებული შტატების დატოვების საუკეთესო, უსაფრთხო და ყველაზე ეკონომიური გზაა“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირის დაკავების, მისი პატიმრობაში ყოლისა და დეპორტაციის საშუალო ღირებულება ამჟამად 17000 დოლარს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics