01:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 01:00:39, 461 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ ქერი: ერთიანი, დამოუკიდებელი, წარმატებული საქართველო აუცილებელია სტაბილური კავკასიისთვის

"ერთიანი, დამოუკიდებელი, წარმატებული საქართველო აუცილებელია სტაბილური კავკასიისთვის" - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრ, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ჯონ ქერის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

"აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ეკონომიკურ გავითარებაზე ფოკუსირებას, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს. გვჯერა, ერთიანი, დამოუკიდებელი, წარმატებული საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და სტაბილური კავკასიისთვის. ჩვენ ასევე ვაფასებთ ავღანეთში, საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და აქტიურ როლს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მის ძალისხმევას ამ მიმართულებით", - განაცხადა ჯონ ქერიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics