|
2025-05-02 18:36:46, 3484 ნახვა
სხვადასხვა
რუსულ საიტებზე თბილისი-მოსკოვი-სოხუმის ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ავიამიმოსვლის დაწყების შემდეგ, რუსულ საიტებზე თბილისი-მოსკოვი-სოხუმის ავიაბილეთის შეძენაა შესაძლებელი მაგალითად, 3 მაისს, სოხუმში მოსახვედრად „ჯორჯიან ეარვესის“ რეისით თბილისიდან დილის 9 საათზე გაფრენა, შემდეგ კი მოსკოვიდან, 14:30 საათზე UVT aero-ს თვითმფრინავში გადაჯდომაა საჭირო ოკუპირებულ აფხაზეთში ''უვიზოდ'' შესვლა მხოლოდ რუსეთის, ნიკარაგუას და ტუვალუს მოქალაქეებს შეუძლიათ, ასევე ტურისტებს ბელარუსიდან და ყაზახეთიდან შეგახსენებთ, რომ 1 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ბოლო 30 წელიწადში პირველი ფრენა შესრულდა. როგორც რუსული მედია წერს, ფრენა „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ავიაკომპანია ЮВТ аэро-ს თვითმფრინავით განხორციელდა. ეს არის პირველი რეგულარული ავიარეისი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 1993 წლის შემდეგ. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ განაცხადა. ე.წ. გახსნის ცერემონიას, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ესწრებოდა. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვის შემდეგ, რეგულარული რეისები სოხუმს რუსეთის ქალაქებთან დააკავშირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)