|
2025-05-02 11:58:32, 951 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება გაიმართება
2025 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება. ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებების წარმოჩენა, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი და ცხოვრებისეული ყოველდღიურობის ნაწილი იყო. გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცაღა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში. რას გულისხმობს წლევანდელი გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება? წლევანდელი ღონისძიების თემატიკა იქნება გიორგის ერთ-ერთ გამორჩეული თვისება: გიორგი როგორც ანტრეპრენერი. გიორგის მეგობრები, რომლებიც აღნიშნული დაჯილდოების ორგანიზატორები არიან, საზოგადოებას გააცნობენ იმას, თუ რაში მდგომარეობდა გიორგის ანტრეპრენერული სულისკვეთება და რა იყო ამის შინაგანი მამოძრავებელი ძალა. 2025 წლის დაჯილდოება 4 ნომინაციისგან შედგება და ის ღია იქნება ყველასთვის, როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის. იქნება როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ნომინაციები. შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. წლევანდელი ნომინაციის კატეგორიებია:
წელსაც, დაჯილდოების მიზანი იქნება: ○ გაზიარებული ღირებულებების პოპულარიზაცია: ვაღიაროთ ინდივიდები და სტარტაპები, რომლებიც განასახიერებენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სიკეთე, ლიდერობა, ინოვაცია და სოციალური პასუხისმგებლობა. ყოველივე ამით, შთავაგონოთ მომავალი თაობები, გააგრძელონ ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა; ○ ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისება: დაჯილდოება წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მათ შემდგომ ზრდას და განვითარებას; ○ სტარტაპ საზოგადოების გაერთიანება: ჯილდოები მიზნად დაისახავს ისეთი ადამიანების წარმოჩენას, რომელთა საქმიანობაც საჭირო ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, ჩვენს ენერგიულ სამეწარმეო საზოგადოებაში; დაჯილდოება დაკავშირებული იქნება ისეთ მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5 ათას ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი და სხვა. ნომინაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: ნომინაციის რეგისტრაცია განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა -16 მაისი, 2025.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)