17:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 19:32:10, 931 ნახვა

სამხედრო
საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს დელეგაცია დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა. ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიშელ იაკოვლევმა ეროვნულ სასწავლო ცენტრში განთავსებული ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაათვალიერა.

ცენტრის ხელმძღვანელობამ ნატოელ გენერალს მიმდინარე საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია ჩაუტარა. 

„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. აქ ნანახმა ინფრასტრუქტურამ და ხალხმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გამიმართლა, რადგან ჩემი ვიზიტი სწავლების მიმდინარეობას დაემთხვა. მარტივად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს ხალხი პროფესიონალები არიან და თავიანთ მოვალეობებს ენთუზიაზმით ასრულებენ“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა მიშელ იაკოვლევმა.

დღის ბოლოს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის მეთაურის მოადგილემ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ არსებული სიმულაციური ცენტრიც დაათვალიერა. ნატოელი სტუმარი საშტაბო სწავლებასაც დაესწრო და წვრთნების შესახებ ინფორმაცია სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელობისგან მოისმინა. 

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დელეგაცია საქართველოში ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
მარნეულში შუახნის კაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics